ტრადიციულად, ინვოისები ინვოისზე მითითებული თარიღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. ინვოისების გაგზავნა სხვადასხვა გზით შეიძლება – ფოსტით ან ელექტრონულად. ინვოისების გადახდაც სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. ადრე მათ ჩვეულებრივ ჩეკით იხდიდნენ, დღეს კი მათი გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათით, ჩეკით, PayPal-ით და ინვოისზე მითითებული სხვა მეთოდებით.
ინვოისების პროგრამების ფართო არჩევანი ინვოისების შექმნასა და აღრიცხვას ამარტივებს. ყველაზე პოპულარულ უფასო პროგრამებს შორისაა Curdbee, Make Some Time, Invoice Expert, SimpleInvoices და სხვები. აღნიშნული პროგრამები ხშირად საუკეთესოდ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოდგება.
უფრო დიდი და რთული კომპანიები, როგორც წესი, იყენებენ ონლაინ ბუღალტრულ ინსტრუმენტს, რომელიც ადვილად ინტეგრირდება კომპანიის სხვა განყოფილებების მიერ გამოყენებულ პროგრამებთან.
კომენტარები
კომენტარები ჯერ არ არის.